11.1. გთხოვთ გაითვალისწინოთ, ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ თანხმდებით, რომ თავისუფალი ხართ არჩევანში ისარგებლოთ თუ არა კომპანიას ვებ-გვერდითა და მომსახურებით და ამას აკეთებთ თქვენი შეხედულებით, დისკრეციითა და რისკით. თუ ვებ გვერდზე შესვლა შეუძლებელია, შეფერხებულია ან შეზღუდულია ან თუ ვებ გვერდი არ მუშაობს სწრაფად და გამართულად, არსებობს დიდი ალბათობა, რომ თქვენ ვერ შეძლოთ მომსახურების მიღება და გადახდა დასრულდეს წარუმატებლად. გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, ვალდებული ხართ თავი შეიკავოთ ვებ გვერდის გამოყენებისაგან/მომსახურების მიღებისაგან. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გარემოებების მიუხედავად, თქვენ მაინც აგრძელებთ ვებ გვერდით სარგებლობას, დამდგარ შედეგებზე და რისკებზე კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას.
11.2. კომპანიას არ ეკისრება პასუხისმგებლობა და ვალდებულება მომხმარებლის მიერ ინტერნეტში გამოყენებულ სანავიგაციო პროგრამას (browser) ან ვებ გვერდზე შესასვლელ სხვა პროგრამას შორის და სხვა პრობლემებზე, რომლებიც მომხმარებელს შეიძლება შეექმნას კომპანიისგან დამოუკიდებელი პირობების/მიზეზების გამო.
11.3. დიდი ყურადღება ეთმობა იმას, რომ ამ ვებ გვერდზე მოცემული ინფორმაცია იყოს უშეცდომო. ჩვენ ბოდიშს ვიხდით ნებისმიერ შეცდომაზე ან უზუსტობაზე, რომელიც შეიძლება შეგხვდეთ ვებ გვერდზე. ჩვენ, აგრეთვე, მუდმივად ვეცდებით, ყურადღება დავუთმოთ ვებ გვერდის ტექნიკურ გამართულობას, მაგრამ ჩვენ ვერ ვიძლევით იმის გარანტიას, რომ ჩვენი ვებ გვერდის მოხმარებისას, თქვენ არ შეგხვდებათ ხარვეზები, ან ვებ გვერდი და სერვერი, რომელზეც ის არის განთავსებული, იქნება ტექნიკური პრობლემების გარეშე.
11.4.კომპანია პასუხს არ აგებს პროდუქციის მიწოდების შეუსრულებლობაზე ან დაგვიანებაზე, როდესაც ასეთი შეფერხებები გამოწვეულია იმ ქმედებით, რომელიც სცდება კომპანიის შესაძლებლობების გონივრულ ფარგლებს, როგორიც არის ბუნებრივი მოვლენების/სტიქიების შემთხვევები. ასეთ შემთხვევაში, შეკვეთა უქმდება და მომხმარებელს თანხა უბრუნდება
11.5. ჩვენ გადავდგით ყველა გონივრული ნაბიჯი იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ინტერნეტ თაღლითობა და უზრუნველვყოთ თქვენგან მიღებული პირადი მონაცემების მაქსიმალური უსაფრთხოება, მაგრამ კომპანია ვერ იქნება პასუხისმგებელი იმ ნაკლებად სავარაუდო შემთხვევაზე, როდესაც შეიძლება მოხდეს ჩვენს ან ჩვენს მიერ გამოყენებული მესამე პირების უსაფრთხო კომპიუტერულ სერვერებზე არაავტორიზებული პირების შესვლა.
ჩვენი საიტი იყენებს SSL უსაფრთხოების სერთიფიკატს, ამიტომ ვებ გვერდის გამოყენებისას დარწმუნდით, რომ ჩვენ ვებ გვერდის ფუძე მისამართი არის
http://tree.store.tilda.ws .
11.6. კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, ნებისმიერი დანაკარგისა და ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს ან ნებისმიერ მესამე პირის მიერ მომსახურების გამოყენებასთან, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ზიანი ბიზნესის დაკარგვისთვის, მოგების დაკარგვისთვის (მათ შორის მოსალოდნელი მოგების დაკარგვის ან მიუღებლობისთვის) ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტისთვის, ან სხვა ფულადი ან არსებითი/ნივთობრივი დანაკარგისთვის.
11.7. კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე, სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, დანაკარგისა და ზიანისთვის რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს მიერ საიტზე არსებული ნებისმიერი ბმულის გამოყენებასთან. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ინტერნეტ ვებგვერდის ბმულის შინაარსზე, რომელზეც გადამისამართდებით ვებ-გვერდიდან ან მისი მომსახურებიდან.
11.8. თქვენ ადასტურებთ, რომ კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს ან მესამე პირის წინაშე რაიმე ცვლილების, ვებ-გვერდზე წვდომის შეზღუდვის ან შეწყვეტის შემთხვევაში.
11.9. კომპანია პასუხისმგებელია მომხმარებლის წინაშე პირად ანგარიშზე ოპერაციების წარმოების სისწორესა და დროულობაზე წინამდებარე პირობებით განსაზღვრული ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
11.10. პირად ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
11.11. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის ნებისმიერი მიზეზით გაუქმებისას დამდგარი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის.(მაგ. თანხა ჩამოეჭრა მომხმარებელს, თუმცა კომპანიას არ ჩაერიცხა).
11.12. წინამდებარე პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა იწვევს წინამდებარე პირობებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას;
11.13. მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ პირობების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობით ან/და პირობებით დადგენილი წესით; ამასთანთუ კომპანია პასუხმგებელი აღმოჩნდა მომხმარებლის წინაშე ნებისმიერი დანაკარგის ან ზარალის გამო, ასეთი პასუხიმგებლობა შემოიფარგლება იმ თანხით, რომელიც მომხმარებელმა გადაიხადა შესაბამისი საქონლისა და სერვისებისათვის. კომპანია არ არის პასუხისმგებელნი ნებისმიერ დანაკარგზე, დაზიანებასა თუ ხარჯზე, მათ შორის მომხმარებლის შემოსავლის პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკარგვაზე.